Posted on

სდასდასდასდასდ

სად მდებარეობს საქართველო ევროპასა თუ აზიაში?

Posted on

თანამედროვე მსოფლიოში სადავო საკითხი გახდა ის, თუ სად მდებარეობს საქართველო, ევროპასა თუ აზიაში? ალბათ ეს ჩემს მკითხველსაც აინტერესებს. თანამედროვე მეცნიერების ნაწილი საზღვარს საქართველოს მდებარეობისას რამდნეიმე ადგილას ავლებენ, რომელსაც ახლა წარემოგიდგენთ:

  1. თუ საზღვარს გავავლებთ ყუმა-მანიჩის ღრმულზე, მაშინ საქართველო აზიაშია;
  2. თუ საზღვარს გავავლებთ კავკასიონის ქედზე, მაშინ საქართველო აზიაშია;
  3. …მთათა შორის ბარის ვაკეებზე, საქართველოს ნაწილი ევროპაშია ნაწილი აზიაში (ჰეროდოტე);
  4. …მცირე კავკასიონზე საქართველო ევროპაშია;
  5. …საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე თურქეთსა და ირანთან, მაშინ საქართველო ევროპაშია;
  6. …უდაბნოს ლანდშაფტებზე, მაშინ საქართველო ევროპაშია;
  7. საქართველოს კულტურით, ტრადიციითა და ისტორიით მიაკუთვნებენ ევროპას.
  8. საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის ვიწრო ხმელეთის ყელზე, რომელიც ცნობილია

 

 

>>> N G O <<<

Posted on Updated on

მოგესალმებით ახალგაზრდებო, და არამარტო. მათ ვინც გეოგრაფიით ხართ დაინტერესებული მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით. რამდენიმე ადამიანის გაერთიანებით იქმნება გეოგრაფიული NGO (არასამთავრობო ორგანიზაცია).
მონახაზი უკვე გაკეთებულია, გეტყვით იმასაც, რომ ეს არაა მხოლოდ ერთ თემაზე შექმნილი NGO. ორგანიზაციაში გაერთიანებული იქნება შემდეგი ჯგუფები: გეოგრაფიის შემსწავლელი ჯგუფი – იგულისხმება უშუალოდ მოსწავლეების მომზადება, ბუნების დაცვის ჯგუფი, გასვლითი ჯგუფები – ექსკურსიები და ა.შ.. მზადდება ხელშეკრულება რამდენიმე სკოლასთან, რომლებთანაც ვითანამშრომლებთ, მოემზადებიან მოსწავლეები არამარტო საატესტატო გამოცდების თემებით, არამედ მათი სურვილისდამიხედვით ეროვნული გამოცდების თემებით. თვეში ერთხელ ჩატარდება მასტერკლასები სხვადასხვა თემებზე.
ეს არ არის სასწავლებელი კოლეჯი, ეს არაა მხოლოდ სწავლებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, დაინტერესებულ პირებს გელოდებათ ბევრი სურპრიზი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

მოხალისედ დარეგისტრირების სურვილის შემთხვევაში დააჭირეთ აქ.

79 წლის 24 აგვისტო – მას შემდეგ პომპეის თავზე მზე არავის უნახავს….

Posted on Updated on

პომპეი, ჰერკულანუმი, სტამბია, ოპლონთისი და ტორე-ანუნციატა, ალბათ არაა დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც თუნდაც პომპეის სახელი და მისი განადგურების ისტორია არ ჰქონდეს გაგონილი. თუ არ იცოდით მე გეტყვით, რომ პომპეისთან ერთად კიდევ ოთხი ქალაქი განადგურდა. 79 წლის 24 აგვისტოს დილა ხუთივე ქალაქისთვის ჩვეულებრივ დაიწყო, მცხოვრებლები ჩვეულ საქმიანობას მისდევდნენ, როდესაც ცაზე გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, ეს ყველაფერი დაახლოებით დღის 1 საათზე მოხდა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვრები, ცაზე რამოდენიმე წუთში ჩამობნელდა, ფერფლმა მოიცვა მთელი ქალაქები, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ციდან 6 კილოგრამიანი ქვები ცვიოდა…. ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელი გახდა, რამოდენიმე წამში მთელ ქალაქი კვამლმა შთანთქა… მოსახლეობის უმეტესობამ თავი სახლის სარდაფებს შეაფარა და სწორედ ამან გამოიწვია უმეტესი მათგანის დაღუპვა,ასეთმა დაუდევრობამ შეიწირა 2000 პომპეელის დაღუპვა, ვულკანური წვიმა 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, პომპეი ფერფლის 15 მეტრიანმა ფენამ დაფარა. აქ იყო პომპეის აღსასრული….მას შემდეგ პომპეის თავზე მზე არავის უნახავს…. თითქოს მისთვის დრო გაჩერდა…ეს ყველაფერი ერთი შეხედვით უწყინარმა მთამ ,,ვეზუვმა” ჩაიდინა 79 წლის 24 აგვისტოს და თავი მსოფლიოსაც თავისი სისასტიკით დაამახსოვრა, მსოფლიოს მსგავსი ვულკანური განადგურება ჯერ არ ახსოვს. დიდი იმედი მაქვს, რომ არც იქნება.

ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის შეხვედრა

სურათი Posted on Updated on

ადგილი სადაც ორი ზღვა ერთმანეთს "ხვდება''.ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვა. დანია,ქალაქი სკაგენი.ეს ორი ზღვა არასდროს გაერთიანდება რადგან განსხვავებული სიმკვრივე აქვთ

ადგილი სადაც ორი ზღვა ერთმანეთს “ხვდება”.
ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვა. დანია,ქალაქი სკაგენი.
ეს ორი ზღვა არასდროს გაერთიანდება რადგან განსხვავებული სიმკვრივე აქვთ

Magnificent Giant Tree: Sequoia in a Snowstorm – დიდებული გიგანტი ხე – სექვოია ქარბუქში

ვიდეო Posted on Updated on

ვიდეოში აღწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხე – სექვოია, რომელიც 3200 წლისაა.

მოზიაო ტუნია – მგვრგვინავი ბოლი

Posted on

აფრიკაში მდინარე ზამბეზზე მსოფლიოს ბუნების ერთ-ერთი საოცრება, ჩანჩქერი ვიქტორია მდებარეობს. იგი 1855 წელს ინგლისელმა მოგზაურმა და მკვლევარმა დევიდ ლივინგსტონმა აღმოაჩინა, რომელმაც ჩანჩქერს იმდროინდელი ინგლისის დედოფლის ვიქტორიას სახელი უწოდა. ქანჩქერი 1800 მეტრი სიგანისაა და 120 მეტრი სიმაღლიდან ვარდება. ადგილობრივები ჩანჩქერს მოზიაო ტუნიას ანუ მგვრგვინავ ბოლს უწოდებენ.